|
2024-10-18 13:25:57, 346 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ოპოზიციაზე - დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვეს, მაგრამ მათი წარსული არ დავიწყებია საზოგადოებას
დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, რადგან მარტივად შესაფასებელია, თუ ვინ დგას ერთ მხარეს, რა უნდა "ქართულ ოცნებას" ქვეყნისთვის და ვინ არის მეორე მხარეს, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების წარსული უნდა შეაფასოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. "დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია შეფასება და ანალიზის გაკეთება, ვინ არის ერთ მხარეს, რა უნდა "ქართულ ოცნებას" ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ქართველებისთვის და ვინ არის მეორე მხარეს - პირდაპირ ომის გაჩაღება და მეორე ფრონტი უნდათ. ჩვენ ხომ გვახსოვს, ვინ არიან ეს ადამიანები, ხომ გვახსოვს მათი წარსული, ხელისუფლებაში ხომ იყვნენ, ხომ ვიცით, რითი იყვნენ დაკავებულები. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესმენები დატერორებულები - ჯერ დაიჭერდნენ, შემდეგ ღამით ციხეებში ნოტარიუსები შეყავდათ და ბიზნესის გადაფორმებები მიდიოდა, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ, ციხეებიდან პატიმრები გამოყავდათ და დაწერილ ჩვენებას აჭმევდნენ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? - ხომ ისევ ესენი არიან, ვინც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით მოგვევლინებიან?! დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვეს, მაგრამ მათი წარსული არ დავიწყებია საზოგადოებას და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, იმიტომ, რომ ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება არ იცოდეს, ვინ არიან ეს ადამიანები - ვინ არის გვარამია, მელია, სააკაშვილი, ხაზარაძე და ასე შემდეგ. ეს აუცილებლად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)