|
2016-02-25 18:37:56, 2444 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებში 2016 წლის პროგრამების წარდგენა დაიწყო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტში გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამები მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ წარადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის მედდები, ხულოს რაიონული საავადმყოფოს წარმომადგენლები და რწმუნებულები. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ. შეხვედრის მიზანია სამინისტროს პროგრამების შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირება. „2016 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას, 20 ქვეპროგრამას ახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11,306,170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5,191,142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14, 057, 940 ლარს. ნაზარდი ჯამიდან 1,539,000 ლარი დაემატა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს, 172,000 ლარით გაიზარდა სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება. 198,000 ლარით გაიზარდა დასაქმების სააგენტოს, ხოლო 231,000 ლარით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებები. ცალკე პროგრამად გამოიყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება. დაიწყება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირების, შშ სტატუსის მქონე ბავშვების; ასკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს). სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას. ამოქმედდა ბავშვთა ადრეულ განვითარების ახალი პროგრამა. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები. 3,000,000 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა. გრძელდება ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების დააგენტოს 2015 წელს მოქმედი ყველა პროგრამა. სამინისტროს დაგეგმილი აქვს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის. 2015 წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაიხარჯა 566 623 ლარი, პროგრამებით ისარგებლა 828-მა ადგილობრივმა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)