|
2024-10-18 10:16:07, 372 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში - ფაზა II“ დასრულდა
ადიგენის მუნიციპალიტეტში პროექტი - „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში - ფაზა II“ შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 2023-2024 წლებში, ჯამში, 563 540 ევრო დაიხარჯა. "პროექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) და სლოვენიური კომპანიების კონსორციუმმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ მხარეები პროექტის მესამე ფაზის საპროექტო განაცხადზე გააგრძელებენ მუშაობას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2025 წლიდან განხორციელდება. სლოვენიის დელეგაციის წარმომადგენლები პროექტის პირველი და მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, სოფელ მოხეში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ხოლო სოფელ კეხოვანში 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზა მოეწყო; ადგილობრივი მოსახლეობის, სლოვენიელი მოხალისეებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით, სოფელ ნაქურდევში, საზაფხულო ბანაკების ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით: ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემატიკის სასწავლო კურსები გაიარეს; სოფელ ჩორჩანას საქმიან ეზოში ტყეში უსაფრთხო მუშაობის, თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენების დემონსტრირება გაიმართა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)