|
2024-10-16 15:05:42, 444 ნახვა
საზოგადოება
„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-მდე დასაქმებული
პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. შემოდგომის ნაკადზე, სასწავლო პროცესში, დამატებით 400-მდე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით. პროგრამის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია 8 ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რომელთაგან 800-მდე წარმატებულ სტუდენტი ჩაერთო სრულად დაფინანსებულ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებში. პროექტის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიებში ქალებისა და რეგიონების გაძლიერებაა, მათი დასაქმების პოტენციალის ზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებულ მონაწილეთა 40% ქალია, ხოლო 35% კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა. სასწავლო პროგრამებს საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე ტექლიდები და წამყვანი დეველოპერები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიითა და რეალური სამუშაო გარემოს პრინციპის გამოყენებით უძღვებიან. სასწავლო პროგრამებში არსებული, ისეთი მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, როგორიცაა კოლაბორაციულ პროექტებზე მუშაობა, რეტროსპექტიული შეხვედრები, Pair პროგრამირება და სხვა, სტუდენტებს ასევე უტარდებათ ქვეყანაში სფეროს წამყვანი ექსპერტების მასტერკლასები და ვორქშოფები. ამ კუთხით კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი. ყოველი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ იმართება დემო დღე, სადაც სტუდენტები ფინალურ პროექტებს წარადგენენ პოტენციურ დამსაქმებლებთან და იღებენ კარიერულ შემოთავაზებებსა და ღირებულ უკუკავშირებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 100-მდე კურსდამთავრებულმა უკვე დაიწყო კარიერა თიბისი ჯგუფში და პროექტის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ღონისძიებების სერია TechXplore, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას. TechXplore-ის ფარგლებში პროექტის 150-მდე მონაწილემ, ტექლიდებმა და ეჯაილ ქოუჩებმა მონაწილეობა მიიღეს და იმუშავეს კონკრეტული პროექტების ტექგადაწყვეტის შექმნაზე. გამარჯვებულებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების 15 000 ლარის აქციები გადაეცათ საჩუქრად. „TBC X USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტი, ეს არის რვა მიმართულების ტექკურსი, რომელიც სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ "თიბისი IT აკადემიის" ბაზაზე ხორციელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით. სწორედ ამიტომ სწავლა სრულიად უფასოა, ონლაინ სწავლება კი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ მთელი საქართველოდან“,- განაცხადა თათა ანჯაფარიძემ, "თიბისი IT აკადემიის" ლიდი.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)