|
2024-10-14 11:28:42, 629 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ბრალდებულების საქმის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს. TASS-ის ცნობით, რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ხიდის აფეთქების მონაწილეებად მიიჩნევს. "აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა საქართველოს მოქალაქე ინასარიძე ა.-სთან მიმართებით, რომელიც ბრალდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საქმის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია), სისხლის სამართლის საქმის 222.1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით) და სისხლის სამართლის კოდექსის 226.1 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ). უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკო ბრალდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 222.1 მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ინასარიძე და ანდრეიჩენკო გამოცხადდნენ სახელმწიფოთაშორისი ძებნაში",- ნათქვამია საქმის მასალებში. შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)