|
2024-10-13 12:54:00, 595 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კურსკის რაიონში ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს - უკრაინა გაეროს გამოძიების თხოვნით მიმართავს
უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა მიმართა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის კიდევ ერთი ანგარიშის გამოძიების მოთხოვნით. უკრაინული OSINT პროექტის DeepState-ის თანახმად, 10 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს, რომლებიც კურსკის რაიონში ტყვედ ჩავარდა. ანალიტიკოსების აზრით, ეს მოხდა სოფელ ზელენი შლიახის მიდამოში, რომლის მიდამოებშიც იმავე დღეს შეიჭრნენ რუსული დანაყოფები. „ასეთი ქმედებები არის ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ. ეს ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და მტერმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ლუბინეცმა. კურსკის ოლქში სამხედრო ტყვეების მკვლელობის ბრალდებებზე რუსული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)