|
2024-10-09 11:59:07, 417 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთის“ სოციალურ პროექტებს, მარკეტების ქსელი „გვირილა“ შეუერთდა
“ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მარკეტების ქსელთან “გვირილა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, სოციალური ბარათის მფლობელები, “ლიბერთის“ ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე განსხვავებული, ე.წ. “საბითუმო ფასით“ ისარებლებენ. ამასთან, მარკეტების ქსელი “გვირილა“ მომხმარებელს განსაკუთრებულად დაბალ ფასებთან ერთად ლოიალობის, კერძოდ “მეგობარი ბარათის“ დაგროვებით პროგრამას სთავაზობს. “მეგობარი ბარათის“ გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს 5% ,“გვირილა ქულების" სახით უბრუნდება და აღნიშნული “გვირილა ქულებით" ნებისმიერი სარეალიზაციო პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. “ლიბერთი“ აგრძელებს უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. მრავალი წელია, ბანკი წარმატებით ახორციელებს სოციალურ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები და სოციალური ბარათის მფლობელებისთვისაა შექმნილი. ჩვენს გუნდს კარგად ესმის უფროსი თაობის ადამიანების მოთხოვნილებები და ამიტომ კიდევ უფრო ვაფართოვებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს. დღეს, ძალიან საინტერესო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. გაფორმდა მემორანდუმი მარკეტების ქსელთან “გვირილა“, რომლის ფარგლებში, ყველა ადამიანი, ვინც “ლიბერთის“ სოციალურ ბარათს ფლობს, “ლიბერთის“ ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერი პროდუქციის შეძენას ე.წ. “საბითუმო ფასით“ შეძლებენ. სოციალური პროექტების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულების ბაზრის ლიდერ კომპანიასთან. ჩვენი გუნდის ძალისხმევით და კომპანიების ჩართულობით, ვიმედოვნებთ, სულ მალე, სოციალური ბარათის მფლობელები, განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობას მათთვის საინტერესო, კიდევ უფრო განსხვავებულ კატეგორიაშიც შეძლებენ“,- განაცხადა დარეჯან მალაღურაძემ, “ლიბერთის“ ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა. “ჩვენი მთავარი საზრუნავია, მომხმარებლის ასორტიმენტული, ხარისხობრივი და საფასო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. კომპანიის განვითარების სტრატეგია რამდენიმე მიმართულებისგან შედგება და “ლიბერთისთან“ ერთობლივი პროექტიც ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვართ, რომ “ლიბერთის“ პარტნიორები გავხდით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი სარგებელი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. პროექტის ფარგლებში, “ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს ,“საბითუმო ფასთან“ ერთად, “მეგობარი ბარათის“ გატარებისას 5% უკან დაუბრუნდებათ. “ლიბერთის“ სოციალური ბარათით და ჩვენი ,“მეგობარი ბარათით“ სარგებლობისას მომხმარებელს სხვადასხვა აქცია დახვდებათ. “გვირილას“ ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ვმუშაობთ, რომ იმედი არასოდეს გავუცრუოთ ჩვენს მომხმარებლებს და ჩვენს მიერ დაკავებული ნიშა, რომელიც “მარკეტი სახლთან ახლოს“ გულისხმობს, მოსახერხებელი და კომფორტული იყოს მომხმარებლებისთვის“,- განაცხადა გიორგი ტაბახმელაშვილმა, მარკეტების ქსელი “გვირილას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
ვაკეში, ყიფშიძის 9 ნომრის მიმდებარე კორპუსის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი ჭრილობით, გვამი ნახეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



