|
2024-10-08 16:04:50, 344 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ისნის რაიონში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით , ისნის რაიონში მდებარე N30 საბავშვო ბაღი თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილესთან, კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. მათივე ინფორმაციით, ახალი ბაღი 11-ჯგუფიანია და მისი ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სავალდებულოა თანამედროვე სკოლამდელი განათლების დაწესებულების ფუნქციონირებისათვის. N30 საბავშვო ბაღი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას „გადავარჩინოთ ბავშვები“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ბაღში უკრაინელი ბავშვებისთვის სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც სწავლება მათ მშობლიურ ენაზე, უკრაინული ეროვნული პროგრამით მიმდინარეობს. “ისანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გავხსენით, რომელიც 350 პატარაზეა გათვლილი. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ბაღში 250 აღსაზრდელი ირიცხება და არის რესურსი, რომ კიდევ მიიღოს დამატებით პატარები. ხედავთ, როგორი ინფრასტრუქტურაა. გარდა ამისა, აღნიშნულ ბაღში 35-მდე უკრაინელი პატარაა რეგისტრირებული. თქვენი იცით, რომ ომის გამო ბევრი უკრაინელი ჩამოვიდა საქართველოში და მათი შვილებისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც ჰქონდეთ ბაღში სიარულის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელებს სხვა ბენეფიტებიც დავუწესეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ასე შემდეგ. წელს 7 ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით, მთლიანობაში 190 ბაგა-ბაღი ემსახურება დღეს დედაქალაქს. მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილი გვაქვს დამატებით სამი ახალი საბავშვო ბაღის პროექტის დასრულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სტანდარტი და ეს დამოკიდებულება, რაც არის ჩვენი მხრიდან, შენარჩუნებული იყოს იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს ნორმალურ პირობებში ჰქონდეთ აღზრდის შესაძლებლობა“,- განაცხადა კალაძემ. პროექტის განხორციელებისას, დედაქალაქის მერიამ ბაღს დამატებით ტერიტორია გადასცა ბავშვთა სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონებისათვის, რის შედეგადაც ღია აქტივობებისათვის სივრცე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ბაგა-ბაღის მშენებლობის პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარით დაფინანსდა. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)