|
2024-10-04 16:12:27, 375 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერა
დედაქალაქის მერი დღეს ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელს, არხილოსკალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესტუმრა და მისი სახელობის სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. კახა კალაძემ ჩემპიონს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება და წარმატება უსურვა. მისი თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია სამომავლო წარმატებებისთვის. „მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რათა ასეთივე წარმატებულები იყვნენ, როგორც ლაშა ბექაურია. ძალიან მიხარია. მადლობა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომ ასეთი მაგარი პროექტი განახორციელეს. დარწმუნებული ვარ, ეს მისცემს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და ბიძგს ჩვენს შვილებს, რათა წარმატებულები გახდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტს ასევე გაეცნენ საქართველოს მთავრობის წევრები. სპორტული კომპლექსის შენობა მოიცავს ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზებს, რომელიც გათვლილია 100 მაყურებელზე, ასევე მოწყობილია ძალოსნობისა და სატრენაჟორო მულტიფუნქციური დარბაზი, ადმინისტრაციული სივრცე, საკონფერენციო ოთახი, გასახდელები, სანიტარიული კვანძები და საშხაპეები, მწვრთნელების ოთახები და ექიმის კაბინეტი. პროექტი დაიწყო 2022 წლის მაისში და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)