|
2024-10-03 16:23:42, 805 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ნატოს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდება უკრაინის საჰაერო სივრცეში შეუძლია, თუმცა ამ საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის
ნატოს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდება უკრაინის საჰაერო სივრცეში შეუძლია, როგორც ეს ახლო აღმოსავლეთში ხდება, თუმცა მოკავშირეებს შორის ამ საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ ნატოს ახალ გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მოლოდინი, რომ ალიანსის ქვეყნები პოზიციას უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვასთან დაკავშირებით შეცვლიან. "ჩვენ დღეს ვისაუბრეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე და მეზობლებთან ურთიერთქმედებაზე. ჩვენ ვხედავთ, კერძოდ, როგორ ხერხდება ახლო აღმოსავლეთში ადამიანების სიცოცხლის დაცვა მოკავშირეების ერთიანობის წყალობით. ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული "შაჰიდების" ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსულ და ირანულ რეჟიმებს. პარტნიორების მეტი გადაწყვეტილება ჩვენს რეგიონში. ეს არის ის, რაც საჭიროა რუსული ტერორის დასასრულებლად. მომავალშიც გავაგრძელებთ პარტნიორების დარწმუნებას",- განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს პრინციპულ განსხვავებას ისრაელისა და უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას შორის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)