|
2024-10-03 10:49:07, 367 ნახვა
საზოგადოება
თანდილაშვილი - ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ აღვადგინეთ 5 000 ჰა ტყის ფართობი, 440 000 ჰა ტყის ტერიტორია, რომელიც ჩვენი ტყეების 14%-ს მოიცავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბონში, „ევროპის ტყეების“ (Forest Europe) რიგით მე-9 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალს თავმჯდომარეობდა გერმანიის სოფლის მეურნეობისა და სურსათის ფედერალური მინისტრი და მასში მონაწილეობდნენ 46 ქვეყნის შესაბამისი სამინისტროების მაღალი რანგის პირები, ევროკომისიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სიტყვით გამოსვლისას ნინო თანდილაშვილმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში განხორციელდა. "ჩემთვის დიდი პატივია მინისტრთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ძალისხმევაზე, რაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ტყეების მდგრად მართვასა და დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ეხება. ტყე ნამდვილად არის ღირებული რესურსი როგორც ახლანდელი, ასევე მომავალი თაობებისთვის. საქართველოს წარსული გამოცდილება ტყეების მართვაში არ ემყარებოდა ტყეების მდგრადი მართვის პრინციპებს, რადგან დიდი იყო ტყეზე ზეწოლა. საქართველო ცვლის თავის მიდგომას ტყეების მიმართ და მიმართავს ძალისხმევას ამ უნიკალური რესურსის შენარჩუნებისთვის. ამას არაერთი რეფორმა უძღოდა წინ, მათ შორის ტყის კოდექსის მიღება, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვას, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო მზადაა როგორც ტყის, ისე გარემოსდაცვითი პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ აღვადგინეთ 5000 ჰა ტყის ფართობი, 440 000 ჰა ტყის ტერიტორია, რომელიც ჩვენი ტყეების 14%-ს მოიცავს დაცული ტერიტორიების ფარგლებშია და მაღალი დაცულობის ტყის სტატუსით სარგებლობს. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, გააძლიეროს ტყის მდგრადი მართვა და წვლილი შეიტანოს ევროკავშირის მწვანე შეთანხმების უფრო ფართო მიზნების განხორციელებაში”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. „ევროპის ტყეების“ (Forest Europe) რიგით მე-9 მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპის ქვეყნებში არსებული ტყეების მართვის საკითხებზე კონკრეტული ქვეყნების გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)