|
2024-10-01 15:06:50, 374 ნახვა
საზოგადოება
ცესკოში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა, იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების და სიახლეების გაცნობას ემსახურებოდა, რომელსაც ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. “ცესკოში ჩამოყალიბებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ყველა მნიშვნელოვანი სიახლისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია აქტიურად ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ვფიქრობ არჩევნებში ჩართულ მხარეებს უნდა ჰქონდეთ ამომწურავი და განახლებული ინფორმაცია არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. შეხვედრის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ და გავცვალეთ მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ გასული შეხვედრებისას გამოთქმული მოსაზრებებისა და სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების უმრავლესობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან გათვალისწინებულია. ამით ვადასტურებთ ჩვენს ღიაობას და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ჩართულ მხარეებთან აქტიური და ინტენსიური კომუნიკაციით, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან სხვადასხვა მიმართულებით გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინეს. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ინფორმირების კამპანიისა და ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების შესახებ, რომელიც ასევე პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ. შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)