|
2024-09-29 12:59:41, 418 ნახვა
საზოგადოება
გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა საქართველოში 15 ოქტომბრამდე ჩამოვა
გრიპის უფასო ვაქცინა საქართველოში 15 ოქტომბრამდე შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაციის მსურველებს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ექნებათ საშუალება, აცრა გაიკეთონ. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 200 ათასი დოზა შეიძინა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველ არხს განუცხადა, ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება. „პირველ რიგში რისკის ჯგუფები იქნება გამიზნული. ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყება. ეს საკმაოდ დიდი დროა, რადგან საქართველოში გრიპის სეზონი, როგორც წესი, ნოემბრის ბოლოს იწყება და დეკემბერში შემთხვევების ზრდა იწყება. რესპირატორული ვირუსები ახლა დაფიქსირდა. ახლა შემოდგომაა, განსაკუთრებით საკმაოდ ცივა, ამიტომ გაციების ვირუსებმა უკვე დაიწყო ცირკულაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ვაკეში, ყიფშიძის 9 ნომრის მიმდებარე კორპუსის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი ჭრილობით, გვამი ნახეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



