|
2024-09-27 13:13:38, 340 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ტურიზმის სფეროსთვის
ტურიზმი მშვიდობის დროს, ჰარმონია და პატივისცემა - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, ამ დარბაზში შეკრებილი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. კულტურული გაცვლა, დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ამ სფეროსთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა დღეს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებს საქართველოში ჩამოსვლისთვის. როგორც მან აღნიშნა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა". მან აქცენტი გააკეთა ხალხთა და კულტურათა კავშირების კუთხით ტურიზმის დარგის დიდ პოტენციალზე, მის მნიშვნელობაზე. „ყველამ ძალიან დიდი გზა განვლეთ საქართველოში ჩამოსასვლელად, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც მშვიდობა იმაზე მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე უბრალოდ ცნებაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ღირსების დაცვა, ჩვენი თავისუფლების დაცვა. ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ასევე მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მშვიდობით შევძლებთ ჩვენი დების და ძმების შემოერთებას ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ერთად დავიწყებთ აყვავებული მომავლის შენებას",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. საქართველო წელს პირველადაა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა - დღეს თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)