|
2024-09-25 12:15:28, 321 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის ხანგრძლივი პროცესი დასრულდა
ივერთუბნის დასახლებაში, სადაც წყალარინების ქსელები არ არსებობდა და ადგილობრივები წლების განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ, აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულება გრძელდება და წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში ამჟამად საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. „ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წლების განმავლობაში პრობლემა იყო, არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები იქ არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ 2022 წელს დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომლის შედეგადაც ეტაპობრივად ხდებოდა ყველა მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგება. კერძოდ, 2022 წელს წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლების რელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო. პარალელურად, იმავე წელს, წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ჯამში, დასახლებაში 32 ქუჩაზე მოვაწყვეთ წყალარინების ცენტრალური ქსელები და მასზე 1 000-მდე ოჯახი დავაერთეთ“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში გასულ წელს, რამდენიმე მისამართზე გზაც მოწესრიგდა. „დასახლებაში დარჩა სხვა ქუჩებიც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. აღნიშნული პროექტი წელს დაიგეგმა და უკვე დავიწყეთ საგზაო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, 15 ქუჩასა და ჩიხში გზის სავალი ნაწილი მოეწყობა და ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება“, - განაცხადა კალაძემ.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)