|
2024-09-25 11:15:39, 332 ნახვა
საზოგადოება
თანდილაშვილი - გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანას არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი აქვს - ახლა მნიშვნელოვანი მათი აღსრულებაა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ნარჩენების მართვის, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის შემცირების და მწვანე ეკონომიკის დანერგვის საკითხებზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანას არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, ახლა მნიშვნელოვანი მათი განხორციელებაა და სწორედ ამ ნაწილში სჭირდება ქვეყანას გაეროს სხვადასხვა ინსტიტუციის მხარდაჭერა. “ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის და პლასტიკის გამოყენების შემცირების მიმართულებით შედეგების მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესი საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა, ამისთვის კერძო სექტორთან და ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, დონორი ორგანიზაციების ჩართულობა აუცილებელია“,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. ორმხრივ შეხვედრაზე ნარჩენების მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის დაწყებაზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის სურსათის და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ნარჩენების მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტია და საქართველოს საჭიროებებზე იქნება მორგებული. გარემოს დაცვის, კერძოდ ნარჩენების მართვის მიმართულებით შეგვიძლია ევროპული საუკეთესო პრაქტიკა გაგიზიაროთ“,- განაცხადა დაგლას უებმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების შემცირების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, გარემოსდაცვითი მონიტორინგის და ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)