|
2024-09-25 09:34:15, 464 ნახვა
მსოფლიო
BBC - დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ რაიან რუთს აშშ-ის პროკურატურამ ბრალი წაუყენა
ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ რაიან რუთს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ რუთს პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ ცნობენ, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. “ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საზარელი აქტია. პირობას ვდებ, რუთის პასუხისმგებლობისთვის ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს გამოვიყენებ, რადგან საჯარო მოხელეების მიმართ მიმართული ძალადობა საფრთხეს უქმნის ყველაფერ იმას, რასაც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდიმ. რუთს სახელმწიფო ბრალდება როგორც ნასამართლევ მოქალაქეს, დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთვის იარაღის ფლობას, ამოშლილი სერიული ნომრით იარაღის ფლობასა და ფედერალური თანამდებობის პირზე თავდასხმას ედავება. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულმა პირმა დატოვა წერილი, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ წერდა. შეგახსენებთ, აშშ-ის შტატ ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა მიმდინარე წლის 16 სექტემბერს მოხდა.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)