|
2024-09-24 13:07:53, 434 ნახვა
საზოგადოება
TI - ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას ისახავს
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის გაცხადებაშია აღნიშნული, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, TI და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ცნოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად, "მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს". "როგორც ჩვენთვის მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ცნოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ორგანიზაციას, ისე პირადად ეკა გიგაურს ჯერჯერობით არ ჩაბარებიათ. ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ეკა გიგაგური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ცნობისთვის, დღეს, 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) და "აირჩიე ევროპა" "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი უნდა გავრცელდეს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)