|
2024-09-23 11:50:56, 329 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურა - სტაჟიორთა კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნენ
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად შერჩეული წარმატებული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნენ და ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდნენ. ახლად დანიშნულ სტაჟიორებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, სტაჟირება არის შესაძლებლობა, საქართველოს პროკურატურა დაკომპლექტდეს ახალი, კვალიფიციური კადრებით. "პროკურატურაში საქმიანობა სტაჟირების გზით მაქვს დაწყებული მეც, ჩემს მოადგილეებს, მენეჯერთა უდიდესი უმრავლესობა სწორედ ყოფილი სტაჟიორია, რაც ძალიან საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემთვის სტაჟირების პერიოდი იყო პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის და საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო ეტაპი. ეცადეთ, ეს პერიოდი გამოიყენოთ მაქსიმალურად.იყავით ინიციატივიანი, მონდომებული და განვითარებაზე ორიენტირებული, გამოხატეთ ინტერესი და ჩართულობა, აჩვენეთ საქმისადმი ერთგულება და მაღალი პასუხისმგებლობა. ეს არის შრომა, რომელიც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს", - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა. შეხვედრის დასასრულს, სტაჟიორებმა პროკურატურის თანამშრომლის ფიცი დადეს. ასევე, მათ პროკურატურის თანამშრომლის სამკერდე ნიშნები გადაეცათ. ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. საქართველოს პროკურატურის მიერ საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადი სულ 769-მა კანდიდატმა წარადგინა. 3-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, 50 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა და მათ სტაჟიორის საქმიანობის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს. სტაჟირების სისტემის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები - კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)