|
2024-09-20 19:14:18, 467 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - სომხეთმა დაიწყო პოლიტიკური დიალოგის შემცირება რუსეთთან - ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს
სომხეთმა დაიწყო პოლიტიკური დიალოგის შემცირება რუსეთის ფედერაციასთან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, სომხეთის ეს ქმედება შეიძლება, ცუდად დასრულდეს. "ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დეტალურად "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" და რუსეთის ძალისხმევაზე, გავაზიარეთ ჩვენი შეფასებები სომხეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ერევნიდან პერიოდულად გაჟღერებული პრეტენზიები აბსურდულია და არ შეესაბამება ფაქტებს. ისინი მუდმივად საუბრობენ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში" მონაწილეობის გაყინვაზე, მაგრამ ამის საპირისპიროდ, სწრაფად დაიწყეს დასავლეთთან დაახლოება. ამაში არის გარკვეული მანიპულირება. ეკონომიკური მაჩვენებლები ერთ რამეს აჩვენებს: არის ხალხის, კომპანიების და ბიზნესის ინტერესი კავშირების დაახლოებისა და გაძლიერებისკენ, მაგრამ რატომღაც პოლიტიკური სტრუქტურა პირიქით მოქმედებს. ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს", - განაცხადა მარია ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)