|
2024-09-20 17:23:48, 470 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში წყალდიდობის გამო, დაახლოებით, 1 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში წყალდიდობის გამო, დაახლოებით, 1 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ემილია-რომანიას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ირინე პრიოლოზე დაყრდნობით ავრცელებს. პრიოლოს განცხადებით, რეგიონში 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში წვიმდა, რის გამოც, რამდენიმე პროვინციაში სკოლები დაიხურა და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ქალაქ ლუგოში, რავენას მახლობლად, ხელისუფლებამ ყველა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან ევაკუაციის შესახებ ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც მდინარე სენიომ ნაპირები გადმოლახა. "ჩვენ სრულ საგანგებო მდგომარეობაში ვართ... ღონისძიება ძალიან ჰგავს იმას, რაც გასულ მაისში გვქონდა",- განაცხადა რავენას მერმა, მიქელე დე პასკელმა. წყალდიდობამ და ღვარცოფმა მარშისა და ტოსკანას რეგიონებიც დააზარალა. ეროვნულმა სახანძრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ემილია-რომანიაში, მათ შორის ვერტმფრენების გამოყენებით, 500-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)