|
2024-09-20 16:35:31, 483 ნახვა
მსოფლიო
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში 130 რაკეტა გაუშვეს
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში 130 რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. თავდაცვის ძალების ცნობით, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ცფათში, ასევე გალილეის დასახლებებში. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მოუწოდეს. შეგახსენებთ, ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია მას შემდეგ, რაც ლიბანში "ჰეზბოლას" ათასობით საკომუნიკაციო მოწყობილობა - პეიჯერები და გადამცემები აფეთქდა. ლიბანურმა შიიტური დაჯგუფებამ ჩატარებულ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა და საპასუხო ზომების გატარების პირობა დადო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)