|
2024-09-18 23:22:28, 367 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - ყოველდღიურად დაახლოებით 10-11 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება ხდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს; ახლა აქტიური ფაზაა და ყოველდღიურად დაახლოებით 10-11 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება ხდება. "რთველის საკოორდინაციო შტაბში პრემიერ-მინისტრს ვუმასპინძლეთ; მთავრობის მეთაურს რთველის მიმდინარეობის პროცესი გავაცანით. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც იმისათვის, რომ რთველი წარმატებულად ჩატარდეს, მევენახეებმა სრულად დააბინაონ მოსავალი და მიიღონ სათანადო შემოსავალი. ამ მომენტში, დაახლოებით, 150 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურად ახდენს პროცესის კოორდინაციას. საფერავის ჯიშის ყურძნის დროულად დაბინავებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; დღეს უკვე სახელმწიფო საწარმო 18-მდე ლოკაციაზე ახორციელებს ყურძნის მიღებას. 1 კილოგრამ საფერავში მევენახეს 1.50 ლარს ავუნაზღაურებთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ მევენახეებს, რომლებმაც 14 სექტემბრამდე საფერავის ჯიშის ყურძენი უფრო ნაკლებ ფასად ჩააბარეს, მათ ღვინის ეროვნული სააგენტო სხვაობას დაუკომპენსირებს. ახლა მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, როგორც კი ეს ნაწილი დასრულდება, დაიწყება ანაზღაურება. რაც შეეხება რქაწითელის ყურძნის ჩაბარების პროცესს, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე გადამუშავებულია 60 ათასი ტონა. რქაწითელის ჯიშზე მინიმალური ფასი 1 ლარია, სადაც 20 თეთრს სახელმწიფო სუბსიდირება შეადგენს. რქაწითელზე საშუალო ფასი 1 - 1.10 ლარის ფარგლებში მერყეობს", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)