13:25 - 26 Sep, 2026
|
2024-09-18 17:00:51, 444 ნახვა
მსოფლიო
ტილვარი - ნატოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების და რაკეტების განმეორებითი შეჭრის გამო B9-ის სახელმწიფოები შეშფოთებას გამოხატავენ
ნატოს უნდა ჰქონდეს მტკიცე, კოორდინირებული პასუხი, როდესაც უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტები ან თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეში შედიან,- ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანგელ ტილვარმა განაცხადა. მისი თქმით, ნატოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების და რაკეტების განმეორებითი შეჭრის გამო, B9-ის სახელმწიფოები შეშფოთებას გამოხატავენ. “სექტემბრის დასაწყისში ნატოს ქვეყნებმა, რუმინეთმა და ლატვიამ მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლის ფაქტი დააფიქსირეს. B9-ის სახელმწიფოები ღრმად არიან შეშფოთებული ნატოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების და რაკეტების განმეორებითი შეჭრის გამო. ამიტომ, საჭიროა ძლიერი, კოორდინირებული რეაგირება მოკავშირეთა დონეზე“,- განაცხადა ტილვარმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)