|
2024-09-18 13:54:32, 533 ნახვა
მსოფლიო
მაკფოლი - ქართველებო, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი ჰომოფობიურ კანონთან დაკავშირებით საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება. მან აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. “მიდით, ქართველებო, შეაჩერეთ ევროპიდან უკან დახევა. ნამდვილად გსურთ, გახდეთ შემდეგი ბელარუსი? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ“,- წერს მაკფოლი. შეგახსენებთ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური კანონის მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი "ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის". პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტი, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", გუშინ, 17 სექტემბერს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)