|
2024-09-17 14:00:19, 389 ნახვა
მსოფლიო
ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა წარადგინა
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ლაიენმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრად მარტა კოსი წარადგინა, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრადაა წარდგენილი. The Guardian-ის ინფორმაციით, საგარეო და უსაფრთხოების კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალ კომისარი იქნება. ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟიურნე ინდუსტრიულ სტრატეგიაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო სლოვაკი მაროშ სეფკოვიჩი სავაჭრო პოლიტიკას გადაიბარებს. შინაგან საქმეთა და მიგრაციის როლზე ლაიენმა ავსტრიელი მაგნუს ბრუნერი წარადგინა, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის კომისრად კი ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი. ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში ახალ კომისრად დანიელი დენ იორგენსენი დასახელდა. ლაიენის მიერ ჯესიკა როსვოლი გარემოს, წყლის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის საკითხებში კომისრად არის წარდგენილი, ხოლო ვოპკ ჰოეკსტრა კლიმატის კომისრად დასახელდა. ყველა კანდიდატი ევროპარლამენტში მოსმენებს გაივლის დეპუტატებთან, რომლებმაც მათ დანიშვნას უნდა დაუჭირონ მხარი. ყველა კანდიდატი ევროპარლამენტის კომიტეტების წინაშე მოსმენებზე უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა კენჭს უყრის, დაამტკიცოს თუ არა კომისიის ახალი შემადგენლობა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)