|
2024-09-16 17:18:39, 399 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს და თანამდებობას ტოვებს
ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ბრეტონი სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას ავრცელებს. ბრეტონის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სთხოვა საფრანგეთს, რომ გაეწვია მისი კანდიდატურა ევროკომისიის ახალი შემადგენლობიდან "პირადი მიზეზების გამო", სანაცვლოდ შემდგომი წარმომადგენელი უფრო "გავლენიან თანამდებობას" მიიღებდა. "ბოლო მოვლენების გათვალისწინებით მივხვდი, რომ ვეღარ შევძლებ ჩემი მოვალეობების შესრულებას. ამიტომ, დაუყოვნებლივ ვტოვებ ევროკომისრის თანამდებობას", - წერია ბრეტონის განცხადებაში. ბრეტონის განცხადების შემდეგ საფრანგეთმა მის შემცვლელად საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან სეჟორნეს კანდიდატურა დაასახელა. ცნობისთვის, ტიერი ბრეტონის და ურსულა ფონ დერ ლაიენის ურთიერთობა ბოლო თვეების განმავლობაში დაიძაბა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრეტონმა საჯაროდ ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის წარდგენა კომისიის მეთაურის პოსტზე მეორე ვადით გააკრიტიკა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)