|
2024-09-16 14:42:02, 478 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს და კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიის - შპს „დიღომი თაუერის" დირექტორმა და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირმა კომპანიას სახელწოდება შპს „თიმ დეველოპმენტით" შეუცვალეს და განვადებით ან ნასყიდობით შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეებზე ყიდდნენ სოფელ დიღომში, ოთხი ათასი მესხის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ბინებს. რეალურად კი აღნიშნული ფართები უკვე სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა. ამ გზით ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. "სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული12 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტებზე წარედგინათ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)