15:52 - 13 Aug, 2026
|
2016-02-22 10:31:56, 670 ნახვა
სამართალი
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. ასევე, დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელმაც 7700 ლარი შეადგინა. პანამის დროშით მცურავმა გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაფარვის შემდეგ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)