|
2024-09-16 10:16:04, 415 ნახვა
მსოფლიო
გოლფის კლუბში, სადაც დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო - დაკავებულია ერთი პირი
ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატი უსაფრთხოდ არის. "პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს სროლის შემდეგ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის",- აცხადებენ შტაბში. როგორც CNN იტყობინება, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. მედიის ცნობით, დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. ინფორმაცია გაავრცელა გამოძიების ფედერალურმა ბიურომაც, რომლის განცხადებაზე დაყრდნობითაც BBC წერს, რომ "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)