05:21 - 22 Sep, 2026
|
2024-09-15 19:01:47, 870 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს - დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი
რუსეთმა ხარკოვზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, დაახლოებით, 35 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. "ხარკოვში რუსეთის საჰაერო ბომბებით დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მე-9 და მე-12 სართულებს შორის ხანძარი და ნამსხვრევებია. ხალხის გადარჩენაში ჩართულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური",- დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)