14:16 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-14 16:46:30, 453 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა იემენში „ჰუთების“ კუთვნილი სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ავტომობილი გაანადგურა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში "ჰუთების" კუთვნილი სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ავტომობილი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები და დამხმარე ავტომობილი უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა ამერიკელი და კოალიციაში შემავალი სხვა ქვეყნების ჯარისკაცებისთვის, აგრეთვე რეგიონში მოძრავი სავაჭრო გემებისთვის.

"უპილოტო საფრენი აპარატებისა და დამხმარე ავტომობილის განადგურების მიზანს თავისუფალი ნაოსნობის დაცვა და აშშ-ის, კოალიციის და სავაჭრო გემებისთვის საერთაშორისო წყლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა", - წერია აშშ-ის ცენტრალურ სარდლობის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics