|
2024-09-14 14:48:39, 436 ნახვა
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Bavarian Nordic-ის მიერ წარმოებული "მაიმუნის ყვავილის" ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არასრულწლოვნებმა. "მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაავადებასთან საბრძოლველად, როგორც ამ დროისთვის აფრიკის კონტექსტში, ასევე სამომავლოდაც. ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად და მრავალი სიცოცხლის გადასარჩენად ახლა ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება შესყიდვებისა და განთავსების გაფართოება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვაქცინა თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ის ყველაზე მეტად საჭიროა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ინსტრუმენტებთან ერთად" - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა. ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობას. "მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია Bavarian Nordic აცხადებს, რომ მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში მათ 50 მილიონზე მეტი ვაქცინა ექნებათ მზად. "მაიმუნის ყვავილს" წელს აფრიკაში სულ მცირე 643 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)