14:16 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-14 12:14:53, 482 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - თუ „მოთმინება ამოიწურება“, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

თუ „მოთმინება ამოიწურება“, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა Telegram-ზე დაწერა.

როგორც მედვედევი წერს, ბირთვული კონფლიქტი არავის სჭირდება.

"რას ფიქრობენ დასავლელი უფროსები და მათი ომში გართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ჩვენი ქვეყნის რეაქციაზე „ტერიტორიის სიღრმეში“ შესაძლო სარაკეტო დარტყმებზე? აი რას: რუსები ბევრს საუბრობენ მასობრივი განადგურების იარაღით პასუხის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ეს მხოლოდ „სიტყვიერი ინტერვენციებია“. რუსები ზღვარს არ გადაკვეთენ. ისინი უბრალოდ გვაშინებენ. ბირთვული კონფლიქტი მათთვის არაფრის მომცემია, მათ შეიძლება უფრო მეტი დაკარგონ, მათ შორის გლობალური სამხრეთის მხარდაჭერა. და საერთოდ, ვის სჭირდება აპოკალიფსი? და ა.შ. 

სწორედ ამიტომ ჯერჯერობით არ მიღებულა გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ (არასტრატეგიული ან მით უმეტეს სტრატეგიული). რუსეთი მოთმინებას იჩენს, რადგან, ცხადია, ბირთვული პასუხი უკიდურესად რთული გადაწყვეტილებაა შეუქცევადი შედეგებით. თუმცა, გაბღენძილ ანგლო-საქს ნახევრად გამომცხვრებს არ სურთ ერთი რამის აღიარება: ნებისმიერ მოთმინებას აქვს დასასრული“, - წერს მედვედევი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics