|
2024-09-13 17:42:53, 736 ნახვა
ომი უკრაინაში
სტანო - პუტინის განცხადება არ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას, ვიდრე ის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიას აგრძელებს
პუტინის განცხადება არ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას, ვიდრე ის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიას აგრძელებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. სტანოს თქმით, ევროკავშირი აგრძელებს დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხზე დისკუსიას. მისი განცხადებით, ამ თემაზე ევროკავშირის სერთო პოზიცია არ არსებობს, თუმცა არის ზოგიერთი ქვეყნის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. „პუტინი მუდმივად აკეთებს ცრუ კომენტარებს და ფაქტი არის ის, რომ მან დაიწყო ომი უკრაინაში და ამით ის ასევე თავს დაესხა ყველა ევროპულ და დასავლურ დემოკრატიულ ქვეყანას. ის არა მხოლოდ თავს ესხმის უკრაინას, ის თავს ესხმის ღირებულებებს და პრინციპებს, რომლებისაც ჩვენ გვჯერა; ის თავს ესხმის საერთაშორისო სამართალს, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; ის არღვევს გაეროს წესდებას. ასე რომ, მან დაიწყო ომი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ და უკრაინა არის საკმარისად მამაცი, რომ იბრძოლოს ამ ომში თავისი ხალხითა და თავისი სისხლით, რისთვისაც ის იხდის უმაღლეს საფასურს. რა თქმა უნდა, რასაც ის ამბობს, არ შეცვლის ჩვენს პოზიციას მანამდე, ვიდრე ის აგრძელებს ამ უკანონო აგრესიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო გზით. წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება და ჩვენ ვხედავთ ამ დისკუსიების შედეგებს შეზღუდვების მოხსნის ინდივიდუალური გადაწყვეტილებების სახით. ამ საკითხზე ევროკავშირის საერთო პოზიცია არ არის. რა თქმა უნდა, თუ რა პირობებით მოხდება იარაღის გამოყენება, იმ წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, ვინც იარაღს აწვდის უკრაინის თავდაცვას“, - განაცხადა სტანომ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)