15:52 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-21 13:30:18, 729 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემიამ პროექტი “განათლებისთვის ხელშესახები მომავალი პროფესია“ დაიწყო

შსს-ს აკადემიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით პროექტი „განათლებისთვის ხელშესახები მომავალი პროფესია“ დაიწყო. პროექტის მიზანია ინფორმაცია აკადემიაში განათლების მიღების შესახებ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

შსს-ს ინფორმაციით, პროექტის საშუალებით მომავალ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ შსს-ს აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების პრინციპებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციებს აღნიშნულ თემაზე უფროსკლასელებისთვის შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და აკადემიის წარმომადგენლები პოლიციის შენობებში აწყობენ.

პროექტის უკვე დაიწყო შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში. უახლოეს მომავალში პროექტში ჩაერთვებიან მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებიც.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი ქალს დაეჯახა
TBC-ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics