|
2024-09-11 11:43:33, 382 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ ეროვნულ ნაკრებს ალბანეთთან გამარჯვება მიულოცა
მე არ გავყოფ ფეხბურთელებს და გულშემატკივარს ერთმანეთისგან, რადგან ეს უკანასკნელი ეროვნული ნაკრების მეთორმეტე მოთამაშეა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება მიულოცა. "მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ფეხბურთელებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან დაძაბული და რთული მატჩი იყო, თუმცა დასრულდა ჩვენი გამარჯვებით. რა თქმა უნდა, ამ შემართებით უნდა გავაგრძელოთ. წინ ოქტომბერში ძალიან რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება. ჩვენს ფეხბურთელებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ, რომ ოქტომბრის თამაშებს კიდევ უფრო მომზადებული შეხვდნენ", - აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერმა ფეხბურთელებთან ერთად, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს. „მადლობას ვუხდი ასევე, მწვრთნელებს და ქართველ გულშემატკივარს. მე არ გავყოფ ნაკრებს და გულშემატკივარს ერთმანეთისგან, რადგან ეს უკანასკნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეთორმეტე მოთამაშეა. რა თქმა უნდა, ის მხარდაჭერა, თანადგომა, რომელსაც ჩვენი ბიჭები მათგან გრძნობენ, ძალიან ბევრს ნიშნავს. მერწმუნეთ, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, როდესაც თავადაც ფეხბურთელი ვიყავი, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა არა მხოლოდ გამარჯვების, ასევე მარცხის დროსაც. სპორტი ასეთია - ხან მოიგებ, ხან წააგებ. ამიტომ არის ქართველი გულშემატკივარი დასაფასებელი. იმ ძნელბედობის ჟამსაც, როდესაც სირთულეები იყო, ვიღაცებს ჩვენი ნაკრების შეიძლება არ სჯეროდა, ვიღაცები ამას პოლიტიკურად არასწორად იყენებდნენ, მიდიოდა სპეკულაციები, მათ კი ნაკრების სჯეროდათ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ადეკვატური უნდა ვიყოთ და შევძლოთ სწორი შეფასებების გაკეთება“, - განაცხადა თბილისის მერმა. კალაძის თქმით, ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატება არის, როგორც თითოეული ფეხბურთელის მიერ გაწეული დიდი შრომის, ისე ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგი.
ვაკეში, ყიფშიძის 9 ნომრის მიმდებარე კორპუსის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი ჭრილობით, გვამი ნახეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



