06:20 - 22 Sep, 2026
|
2024-09-09 09:46:16, 635 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ომის გამარჯვების დეტალურ გეგმას ბაიდენს, ტრამპსა და ჰარისს წარვუდგენ
ომის გამარჯვების დეტალურ გეგმას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს წარვუდგენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, გეგმის შესახებ იტალიაში აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას უკვე ისაუბრა. "გეგმის ყველა ნაბიჯს სრულად წარვუდგენთ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს, ტრამპსა და ჰარისს. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემოდგომის დასაწყისში უკრაინის პოზიციების გამყარება - ჩვენი ქალაქების დაცვა რუსული ტერორისგან და მეტი შესაძლებლობა ფრონტზე ჩვენი მეომრებისთვის",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)