22:26 - 08 May, 2026
|
2024-08-30 20:33:25, 651 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - უკრაინულმა ძალებმა კურსკის მიმართულებით 5 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს
უკრაინელი სამხედროები ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქში გარკვეულ მიმართულებებზე ორი კილომეტრით წინ წაიწიეს და 5 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. როგორც სირსკიმ აღნიშნა, უკრაინა კურსკის მიმართულებით შეტევით ოპერაციას აგრძელებს. "კურსკის მიმართულებით გრძელდება შეტევითი ოპერაცია. დღე-ღამეში ჩვენი ძალები ცალკეულ მიმართულებებზე ორ კილომეტრამდე წინ წაიწიეს, კონტროლი დაამყარეს 5 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე", - განაცხადა სირსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)