|
2024-08-30 16:10:55, 423 ნახვა
საზოგადოება
10-ჯერ მეტი Plus ქულა - „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან
"საქართველოს ბანკი" ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, Ads მენეჯერის ახალი კამპანიის ფარგლებში, ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს საკუთარი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სექტემბრის ბოლომდე, Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნისას, ბიზნესები მომხმარებლებს აძლევენ შესაძლებლობას, 10-ჯერ მეტი პლუს ქულა დააგროვონ, ხოლო კამპანიის ფარგლებში, ბიზნესების მიერ გაწეულ ხარჯს - მომხმარებლისთვის გადაცემულ 10-ჯერ მეტ პლუს ქულას, (მაქს. 5000 Plus ქულა თითო მომხმარებლის ჭრილში), AmEX და "საქართველოს ბანკი" დააფინანსებენ. Ads მენეჯერი რეგიონში უნიკალური პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, "საქართველოს ბანკის" მომხმარებლებისთვის ფასდაკლების, ქეშბექის ან პლუს ქულების შეთავაზებები შექმნან. შეთავაზებები კი "საქართველოს ბანკის" მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე გამოჩნდება. „მოხარული ვართ, რომ "საქართველოს ბანკის" განახლებული Ads მენეჯერი ბიზნესებს მომხმარებლების მოზიდვის, გაყიდვების ზრდისა და ცნობადობის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს. „გიპოვის ის, ვინც გეძებს“ Ads მენეჯერის ახალი გზავნილია და იგი ზუსტად ასახავს პლატფორმის შესაძლებლობებს. უახლესი შეთავაზება კი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეიქმნა, კიდევ უფრო მეტად დაეხმარება მათ, სამიზნე აუდიტორიას დაუკავშირდნენ და ლოიალური მომხმარებლების შეიძინონ. საგულისხმოა, რომ ციფრულ პლატფორმებს, სადაც შეთავაზება ჩანს, დღეს 1 500 000 მომხმარებელი იყენებს. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას შევქმნით ბიზნესებისთვის“, - ამბობენ "საქართველოს ბანკში". ინფორმაციისთვის, კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ბიზნესებს, რომელთა ყოველთვიური ბრუნვა ბოლო სამი თვის განმავლობაში 1 000 000 ლარს არ აღემატება. Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ, შეთავაზებაზე სრული ინფორმაციისთვის ან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს, შეავსეთ ფორმა და "საქართველოს ბანკის" პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი ამომწურავ პასუხებს გაგცემთ.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)