|
2024-08-30 15:04:04, 442 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სასტუმროების სექტორისთვის Amadeus-ის მასტერკლასი გაიმართება
"საქართველოს ბანკისთვის" ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით ინიციატივებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმროების სექტორისთვის 6 სექტემბერს, ბათუმში, Amadeus-ის მასტერკლასი „ციფრული შესაძლებლობები სასტუმროს ბიზნესებისთვის“ გაიმართება. Amadeus-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომლის საქმიანობა ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისა და სასტუმროებისთვის ტურისტული ტექნოლოგიების და გადახდის გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს. მასტერკლასს გაუძღვება Joy Gosh-ი, რომელიც Amadeus hospitality-ის კომერციული დირექტორია ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და თურქეთის ბაზრებისთვის. შეხვედრაზე ის ფასწარმოქმნის და ციფრული ტექნოლოგიების როლზე, მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრებს. სემინარზე, ასევე, "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი, დამსწრე აუდიტორიას ბიზნეს მენეჯერის პლატფორმას და მის შესაძლებლობებს გააცნობს. „საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ცდილობს, გვერდით დაუდგეს ბიზნესს და მისცეს მათ განვითარების ახალი შესაძლებლობები. ჩვენთვის განსაკუთრებით პრირიტეტულია რეგიონების განვითარება და სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერება. სწორედ ამიტომ, არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესები წავახალისოთ და დარგის თანამედროვე ტენდენციები გავაცნოთ. მიგვაჩნია, რომ „Amadeus”-ის მასტერკლასი სასარგებლო იქნება სასტუმროების სექტორის წარმომადგენელებისთვის, რადგან დამსწრე აუდიტორიას შესაძებლობა ექნება, მიიღონ საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიზნესის მართვისთვის, გაეცნონ მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებს და ამასთანავე, მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მენეჯერის პლატფორმის გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ინფორმაციისთვის, მასტერკლასი განკუთვნილია ბიზნესებისთვის, რომლებსაც აქვთ 40 ან მეტი სასტუმროს ნომერი. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულზე. გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიებაზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)