|
2024-08-30 12:52:44, 337 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ 2024 წლის სტიპენდიატები Chevening-ის პროგრამაში ცნობილია
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი Chevening-ის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმ სტიპენდიატებს ასახელებს, რომელთაც დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას სრულად უფინანსებს. Chevening-ის პროგრამის ფარგლებში "საქართველოს ბანკის" 2024 წლის სტიპენდიატები მარიამ მაჭარაშვილი, ლევან თევდორაძე და ნანა გელაშვილი გახდნენ. მარიამ მაჭარაშვილი ექსეტერის უნივერსიტეტში ინკლუზიური განათლების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ლევან თევდორაძე ლონდონის კინგის კოლეჯის პოლიტიკური ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, ხოლო ნანა გელაშვილი ლიდსის უნივერსიტეტში განათლების პროგრამის მაგისტრის ხარისხს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, "საქართველოს ბანკი" გამარჯვებულებს არა მხოლოდ სწავლას, არამედ ისეთ ხარჯებსაც უფინანსებს, როგორებიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. "საქართველოს ბანკი"2013 წლიდან Chevening-ის პროგრამის პარტნიორია, თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ყოველწლიურად ვასახელებთ სტიპენდიატებს და მათ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლას სრულად ვუფინანსებთ. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა "საქართველოს ბანკის" 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი მიზანი კი უცვლელი რჩება - რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობა, რათა ხელი შევუწყოთ მათ, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ Chevening-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციისთვის, Chevening-ის პროგრამის ფარგლებში "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატებისთვის სწავლის დაფინანსება სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)