01:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 09:38:33, 613 ნახვა

ომი უკრაინაში
ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დახმარების პაკეტში, სატვირთო მანქანები, დასაკეცი საწოლები და საბრძოლო სისტემები შედის.

"უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, წელს ლიეტუვამ უკვე მიაწოდა 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა, M577 და M113 ჯავშანტექნიკა, ზამთრის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა და თბილი ტანსაცმლის ნაკრები, სატანკო ყუმბარმტყორცნი და სხვა დამხმარე აღჭურვილობა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან ლიეტუვამ უკრაინას 647 მილიონ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია, ქვეყანაში გრძელვადიანი დახმარების მთლიანმა მოცულობამ კი 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics