|
2024-08-24 13:23:54, 479 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბავშვები ქობულეთში დაისვენებენ
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის თავშესაფარში მცხოვრები 24 ბავშვი, მშობლებთან ერთად, ქობულეთში, ზღვისპირა სასტუმროში დაისვენებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებს ზღვაზე დასასვენებლად საჭირო აქსესუარები გადასცეს. “ძეგვის თავშესაფრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წლებია ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებთათვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება იმართება, რაც მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)