|
2024-08-23 12:28:23, 371 ნახვა
საზოგადოება
თამარაშვილის გამზირსა და ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები ეწყობა
მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები პირდაპირ თამარაშვილის ქუჩასთან დააკავშირებს გზის ამ მონაკვეთს, შესაბამისად, გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნება და ის დაბრკოლებები, რომელიც არსებობდა, მოიხსნება. სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. მაგალითად, თამარაშვილის ქუჩიდან ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი უკვე გახსნილია, გაკეთებულია, დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სამუშაოები სექტემბრის დასაწყისში დასრულდება და აღნიშნული კვანძი მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. მოეწყობა ტროტუარება, დამონტაჟდება შუქნიშნები, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო. აქ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ახალი გზიდან გამოსული ავტომობილები ხელს უშლიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამის გამო იქმნებოდა დიდი პრობლემები. ამ კვანძის მოწყობით ეს პრობლემები მოიხსნება“, - განაცხადა კალაძემ. პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის, საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია. გარდა ამისა, დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩამსვლელ ზოლზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ახალი სატრანსპორტო კვანძი შუქნიშნებით დარეგულირდება, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ასევე ავტომობილების გადაადგილებას. აღნიშნულ სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1,7 მლნ ლარს შეადგენს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ადგილზე მერთან ერთად დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)