|
2024-08-22 16:31:42, 564 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა, რომელიც მას 2021 წლის 11 აგვისტოს მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელს ეწვია, მისი საფლავი გვირგვინით შეამკო და წმინდა გიორგის ეკლესიაში ალექსანდრე ონიანის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. "მამაომ ძალიან სწორად დაახასიათა რას ნიშნავს დღევანდელ დღეს ოჯახს და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული გმირი. ეს არის ბედისწერა, მაგრამ ასევე, ეს არის არჩევანი. ეროვნული გმირი ვერ გახდები, თუ შენი არჩევანი არ არის გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ყველას არ შეუძლია, ეს რომ ქვეყანაში ყველას შეეძლოს, ალბათ, სამოთხეში ვიქნებოდით- ჩვეულებრივ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ. ეს რჩეულთა ბედია. თქვენი შვილი რჩეული იყო. ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ასეთი პიროვნებები. სულ სვამდნენ კითხვას- ამ იმპერიების ხელში, როგორ მოვიდა ეს პატარა ქვეყანა დღემდე. აქამდე მოვიდა სწორედ იმიტომ, რომ იყვნენ ეს გმირები, ეს პიროვნებები, რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ, რომლებმაც არ იცოდნენ დანებება, რომლებისთვის თითოეული ადამიანისათვის ღირდა სიცოცხლის დადება და ასეც მოხდა. ასეთი ადამიანები ქმნიან ნამდვილ, საბოლოო გამარჯვებას. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ პატარებიც არიან, რადგან პატარებისთვის გვჭირდება ასეთი მაგალითები. გაიზრდებით და ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ- თქვენ გეცოდინებათ, რომ ცხოვრებაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი, ვიდრე შენი ქვეყნის დაფასება, ესაა ძვირფასი - და არა ფული, წარმატება და ძალაუფლება! ეს ჯილდო არა ჩემი პირადი, არამედ მთელი ქვეყნის დაფასებაა თქვენი შვილისთვის, საქართველოს შვილისთვის. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)