|
2024-08-22 13:39:56, 481 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 23-26 აგვისტოს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 23-26 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. "თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)