|
2024-08-20 17:46:26, 404 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - ჩვენი მიზანია, ყურძენი სრულად დაბინავდეს და მევენახეებმა გაზრდილი შემოსავალი მიიღონ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ეკატერინე მირინაშვილის ვენახი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ეკატერინე მირინაშვილმა საფერავის ჯიშის ყურძენი 1 ჰა-მდე ფართობზე ხუთი წლის წინ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საგრანტო დაფინანსებით გააშენა და უკვე მეორე მოსავალს მიიღებს. გასული წლის მსგავსად, მევენახე ყურძენს წელსაც ღვინის საწარმოში ჩააბარებს, თუმცა, სამომავლოდ გეგმავს ღვინო თავად აწარმოოს და ექსპორტიც განახორციელოს. „წელს ძალიან კარგი მოსავალია როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის მხრივ. რა თქმა უნდა, შედეგზე ჩვენი შრომა აისახა და ყურძენი ძალიან კარგი ხარისხისაა. ვენახი სახელმწიფოს მხარდაჭერით ხუთი წლის წინ გავაშენე, რომელიც უკვე სრულ მსხმოიარებაში შედის. ჯერჯერობით არ მაქვს ღვინის საკუთარი წარმოება, თუმცა მომავალში ვგეგმავ. ამ ეტაპზე, ყურძენს ქარხნებში ვაბარებ“, - აღნიშნა ეკატერინე მირიანაშვილმა. ოთარ შამუგიამ იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყო ხელი. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა ხორციელდება როგორც წარმოების, ისე რეალიზაციის ეტაპზე. უკვე შექმნილია ვენახების კადასტრი; ყურძნის მიღება-ჩაბარება მევენახეობის კადასტრის ბაზაზე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ვენახების კადასტრის ეროვნული პროგრამის მონაცემით, რომელიც 2014-2023 წლებში განხორციელდა, დღეისათვის, 2012 წელთან შედარებით, ვენახების ფართობი თითქმის გაორმაგებულია და ქვეყნის მევენახეობის რეგიონებში გაშენებულია 50 ათას ჰა-მდე ვენახი, აღრიცხულია 47 ათასზე მეტი მევენახის 170 ათასზე მეტი ნაკვეთი.
კობახიძე - ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს Deep State ამ რუსოფობიურ კამპანიას
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საჩუქრები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები - მარტივი ყოველდღიური საბანკო მომსახურება
EPRC: ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)