|
2024-08-20 17:40:08, 401 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი“ გაიმართება
"საქართველოს ბანკი", როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერებას და ინიციატივების განხორციელებას კვლავ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, „საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი“, 20-21 აგვისტოს, ბათუმში გაიმართება. საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის თავშეყრის სივრცეა, რომელიც მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში ნეთვორქინგის, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ექსპერტების მოხსენებები, დაესწრონ პანელური დისკუსიებს და არაერთ არაფორმალურ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. წლევანდელი ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი ვენჩურული ფონდების წარმომადგენელი ინვესტორები ეწვევიან. სპიკერები სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად, ფინტექ-კომპანიებში, საზღვაო ტექნოლოგიებში და განვითარებად ქვეყნებში ინვესტირებაზე ისაუბრებენ და ამასთანავე, შეჯიბრებაში მონაწილე სტარტაპებს შეაფასებენ. ეროვნული შეჯიბრების გამარჯვებული სტარტაპის დამფუძნებლები ოქტომბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც გლობალური კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდებიან და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებენ. "საქართველოს ბანკი" უკვე წლებია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში უწყობს ხელს. წლების განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არაერთი საინტერესო ღონისძიება განვახორციელეთ და კვლავ ვაგრძელებთ. მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სტარტაპ სამიტი” - ს მხარდამჭერები ვართ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში ძლიერი სტარტაპ გარემოს შექმნას. წლევანდელ ღონისძიებას არაერთი საინტერესო, საერთაშორისო ვენჩურული ფონდის წარმომადგენელი დაესწრება და მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ამასთანავე, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნულ შეჯიბრებას ვმასპინძლობთ. კონკურსი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდის, Pegasus Tech Ventures-ის ჩართულობით იმართება და გამარჯვებულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, „სტარტაპების მსოფლიო თასზე” გამარჯვებისთვის და 1 მლნ. დოლარის ინვესტიციის მოსაპოვებლად იბრძოლონ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს, ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი სასარგებლო პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ღონისძიებაზე დასასწრებად და ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
სანქცირებული რუსული Wildberries-ის საქართველოში ტაქსის გაშვებას აპირებს
სანქცირებული სამთავრობო იმედის და პოსტვ-ის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



