|
2024-08-15 22:05:07, 657 ნახვა
საზოგადოება
პრიზი 50 000 ლარი გადაეცემა ოლიმპიური ნაკრების ყველა წევრს, ვინც მედალი ვერ მოიპოვა
პრიზი 50 000 ლარით გადაეცემა გუნდის აბსოლუტურად ყველა წევრს, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მედლები არ მოიპოვა, მაგრამ საერთო წარმატებაში წვლილი შეიტანა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, სადაც ქართველი ოლიმპიელები იმყოფებიან. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო და სხვა პერსონალიც. „შეტანილი წვლილისთვის, გუნდის აბსოლუტურად ყველა წევრს, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არ მოიპოვა, მაგრამ საერთო წარმატებაში წვლილი შეიტანა, დაჯილდოვდება პრემიით 50 000 ლარით. გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ასევე მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პერსონალი, რომლებიც ჩვენს გუნდში იყვნენ წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის ყველა გამარჯვებული დასახელდება უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებისთვის. საყურადღებოა, რომ ოქროს მედალზე არის დაწესებული მილიონ ლარიანი პრემია ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონი არის ვერცხლის შემთხვევაში, 250 000 ლარი არის დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



